23.11.2024

რუსთავის ციხესთან ჟურნალისტმა გიგლა თუმანიშვილმა შიმშილობა დაიწყო

ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტმა,  ​გიგლა თუმანიშვილმა, რუსთავის ციხესთან შიმშილობა დაიწყო. 

ჟურნალისტის თქმით, ქვეყანა ახლა დიდი საფრთხის წინაშეა და ყველამ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენაში. თუმანიშვილი  საქართველოს ექპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.  

“მე პირადად მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენისთვის არ ვიბრძვი, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, თუმცა უფრო დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით ყველა ერთად. მე ვფიქრობ, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადასარჩენია საქართველო. თუკი ჩვენ დავუშვით ის, რასაც ხელისუფლება გეგმავს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გადაიყვანონ არსად და მოკლან ის რუსთავის ციხეში, მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ დავკარგავთ ქვეყანას და სახელმწიფოებრიობას, რომლისთვისაც ყველას რითიც შეგვეძლო ისე ვიბრძოდით”.- ამბობს თუმანიშვილი. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img