16.11.2024

რუსთავში გოგო მოიტაცეს

რუსთავში ახალგაზრდა გოგო მოიტაცეს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, 25 წლამდე ექთანი, ბიჭის ახლობლებმა და ნათესავმა ქალებმა, სამსახურიდან, ერთ-ერთი კლინიკიდან მოტყუებით გაიყვანეს და გაჩიანში, სასიძოს სახლში წაიყვანეს, სადაც ის გამოკეტეს.

მალევე ბინაში სასიძოც გამოჩნდა. 30 წლამდე მამაკაცმა გოგონას უთხრა, რომ მის ცოლად მოყვანას აპირებდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს დაოჯახება არ სურდა, რის გამოც სახლიდან გაქცევაც სცადა, თუმცა უშედეგოდ.

გოგონას სახლში არ გამოცხადების შემდეგ მშობლებმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართეს. დაიწყო სამძებრო სამუშაოები, თუმცა მამაკაცის ახლობლებმა პოლიციისთვის კვალის არევის მიზნით გოგო სხვა სოფელში, ნათესავის სახლში, გადამალეს.

რუსთავის პოლიციის თანამშრომლები კვალზე დროულად გავიდნენ და დაადგინეს სახლი, სადაც გატაცებულ გოგოს მალავდნენ.

დაკავებულია სასიძო, ასევე სასიძოს და, პასუხისგებაში მიეცა მოტაცების ხელშემწყობი პირი, ხოლო 2 პირზე გამოცხადდა ძებნა.

წყარო: inforustavi.ge

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

განათლების ინოვაციები: მომავლის ფორმირება

ჩვენი დროის განათლება, როგორც არასდროს, ისე საჭიროებს ცვლილებებს. თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი ყოველდღიურად ახალ გამოწვევებს გვთავაზობს, აუცილებელია, რომ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img