Google რუსულ სამთავრობო მედიას თავის პლატფორმებზე მონეტიზაციას უჩერებს. რამდენიმე დღის წინ კი, მსგავსი გადაწყვეტილება YouTube-მაც მიიღო.
“უკრაინასთან ომის საპასუხოდ ჩვენ ვაჩერებთ მონეტიზაციას ჩვენს პლატფორმებზე რუსული სამთავრობო მედიებისთვის. ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და საჭიროების შემთხვევაში შემდგომ ნაბიჯებს გადავდგამთ”. – აცხადებს ტექნოლოგიური გიგანტი.