ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდარის მერის განცხადებით, რუსული სამხედრო კოლონა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ დაიძრა.
მტრის ტექნიკის კოლონა ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით წავიდა. ქალაქში ისმის ძლიერი სროლები, რომელიც ისმის ელექტროსადგურის მხრიდან“, – აცხადებს ენერგოდარის მერი.
შეგახსენებთ, რუსი ჯარისკაცები ენერგოდარს, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, 2 მარტს მიუახლოვდა, თუმცა უკრაინელი ხალხი შეეწინააღმდეგა და ქალაქში არ შეუშვა.