“იძახიან, სააკაშვილის ჩამოსვლამ არაფერი ისეთი ეფექტი არ მოახდინაო. თვლა იცით? ადგილობრივ არჩევნებს ასე იგებდა ეს მთავრობა ყოველთვის. ადგილობრივ არჩევნებზე ხალხი არ გამოდიოდა. ჩემი ცამოსვლის შემდეგ ოპოზიციამ მოიგო ადგილობრივი არჩევნები ყველგან საქართველოში. აი, რა მოიტანა სააკაშვილის ჩამოსვლამ – ჩემმა ჩამოსვლამ ბოლო ლურსმანი ჩაასო რეჟიმის ლეგიტიმურობის კუბოში. ჩემმა ჩამოსვლამ მოიტანა ის, რომ ოპოზიცია ერთიანია, როგორც არასდროს, ჩემმა ჩამოსვლამ მოიტანა ის, რომ ხალხში აქტიურობა და იმედია, როგორც არასდროს.” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.