საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი იმართება, სადაც მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა. სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა:
„მინდა მივმართო ივანიშვილს: ვერ დაიმალები სხვადასხვა მოვლენების უკან. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ შენ მართავ პროცესს. 5 კვირაა ჩემი პირადი ექიმი ყოველ დღე წერს განცხადებას, რომ შემოუშვან, „პარიკმახერი“ კი მალევე შემოუშვეს, ერთ დღეში. ივანიშვილის ბრძანებით, 5 კვირაა არ უშვებენ ექიმებს ისეთ პირობებში, როდესაც მაქვს ძალიან ძლიერი სისუსტე, სერიოზული პრობლემები ჰიპერტენზიასთან დაკავშირებით, ასევე, ძლიერი ანემია.
ძალიან კარგად იცი, რომ ჩემი მდგომარეობა უარესდება და ეს ხდება შენი მითითებით. საერთაშორისო მართლმსაჯულება იმ პირობებში, როცა შენ მიაღწევ შენ მიზანს და ეს ყველაფერი დამთავრდება ლეტალურად ჩემთვის, იმას ვერ ეღირსები, რომ უბრალოდ აზროვნება არ შემეძლოს. იქნება სიკვდილი ან მექნება ადეკვატური მკურნალობის საშუალება და თუ არ იქნება ამის საშუალება, რა თქმა უნდა, ლეტალურად დამთავრდება ეს ყველაფერი. მე არ ვარ ვიღაც, საერთაშორისო მართლმსაჯულება მოგწვდებათ, ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ჩემს წამებაში, იქნება გადაცემული საერთაშორისო ძებნაში და ვეღარც ანტალიაში გადახვალთ დასასვენებლად, მოგიხდებათ პარაგრაფის ჭაობში ცურვა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.