25.11.2024

სააკაშვილის ძმა – ორშაბათს, 18:00 საათამდე ვაძლევთ მთავრობას დროს, რათა უზრუნველყოს მიშას გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ

“გადავარჩინოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე” – ამ მოწოდებით მიხეილ სააკაშვილი ოჯახის წევრები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს მიმართეს.

სააკაშვილის მხარდამჭერები მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ, რომ ექსპრეზიდენტმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება მიიღოს. ისინი ხელისუფლებას დროს ორშაბათამდე, 2 მაისამდე აძლევენ, რათა მან უზრუნველყოს სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

“ორშაბათს, 18:00 საათამდე მივცეთ დრო მთავრობას, რათა უზრუნველყოს მიშას გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ – თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, გამოვაცხადებთ პერმანენტულ აქციებს”- თქვა სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა.

სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებული სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. კონსილიუმის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განმარტებით, იმ პირობებში, როცა მიხეილ სააკაშვილს საჭირო ცილები არ მიეწოდება, იგი საკუთარ ორგანიზმს შლის, რასაც დეპრესია ემატება და ანორექსიას იწვევს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img