დილიდან, თბილისის ყველა საავადმყოფოში, სადაც მოსახლეობის ვაქცინაცია ტარდება რიგებია. ვაქცინაციის მსურველების გაზრდას, განსაკუთრებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩინური “სინოფარმისთვის” ავტორიზაციის მინიჭებამ შეუწყო ხელი, ვაქცინისადმი მოსახლეობის ნდობა გაიზარდა. ამ ეტაპისთვის, თბილისის არცერთ საავადმყოფოში “სინოფარმზე” თავისუფალი სარეგისტრაციო ადგილი არ არის.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ვაქცინის რიგში მყოფთა შორის უმრავლესობა საშუალო ასაკის ადამიანები და ხანდაზმულები არიან.