22.11.2024

საბერძნეთის პოლიციამ ქართველების მონაწილეობით დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინა, რომლებიც კორონავირუსზე ტესტის გაყალბებულ ცნობებს ყიდდნენ

საბერძნეთში პოლიციამ დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინა, რომლებსაც ბრალად კორონავირუსზე PCR ტესტის გაყალბებული ცნობების გაყიდვა ედებათ. ბერძნული მედიის ცნობით, უცხოელების ჯგუფი, რომელთა შორის უმეტესობა ქართველები არიან, ყალბ ცნობებს სახელმწიფო საავადმყოფოში მომვლელად მუშაობისთვის იყენებდა.

“ფაქტი მაშინ გამოაშკარავდა, როდესაც ერთ-ერთმა მედდამ საავადმყოფოს ადმინისტრაციას წარუდგინა კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი, თუმცა თანამშრომლები მიხვდნენ, რომ ის ყალბი იყო. ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურებს ეცნობათ და გამოძიება დაიწყო. მალევე იპოვეს კიდევ ორი უცხოელი მედდა, რომლებიც გაყალბებული ცნობით მუშაობდნენ და ასევე, მიაკვლიეს ქართველს, რომელიც ამ მოწმობებს გასცემდა. წინასწარი გამოძიებით, მან აღიარა, რომ უცხოელებზე უკვე გაყიდა 50 ასეთი ცნობა, თითო 10 ევროდ”, – წერს ბერძნული მედია.

ბერძნული მედიის ცნობით, სახელმწიფო საავადმყოფოში მომვლელად მუშაობის მსურველებმა, რეგულარულად უნდა ჩაიტარონ კორონავირუსზე PCR ტესტირება. ყველა ეჭვმიტანილის წინააღმდეგ საქმე აღიძრა ცნობების გაყალბებისა და დაავადებების გავრცელების პრევენციის ზომების დარღვევის გამო.

წყარო: APN

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img