საია-ს თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ კობახიძე სახალხო დამცველის საქმიანობაში აშკარად ჩარევას ცდილობს.
“იმასაც მოვესწარით, რომ მმართველი გუნდის ლიდერი სახალხო დამცველს ემუქრება და მის საქმიანობაში აშკარად ჩარევას ცდილობს.
იქ, სადაც პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ (სასამართლოში, პროკურატურაში), მარტივადაა საქმე და მართლა დამოუკიდებელ ინსტიტუციასთან მუქარა გახდა საჭირო” – წერს სიმონიშვილი.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას “ფეიკი” უწოდა და არ გამორიცხა, რომ ომბუდსმენისა და ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.