23.11.2024

საიას თავმჯდომარედ ნიკოლოზ სიმონიშვილი მეორე ვადით აირჩიეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ ორგანიზაციის გამგეობამ ნიკოლოზ სიმონიშვილი მეორე ვადით აირჩია. გამგეობის სხდომა დღეს გაიმართა.

ნიკა სიმონიშვილი საიას თავმჯდომარედ 2021 წლის იანვარში აირჩიეს. 

ის ორგანიზაციას უკვე ერთი წელია ხელმძღვანელობს. 2020 წლის მარტიდან იყო მედიის სამართლებრივი დაცვის პროექტის ხელმძღვანელი. 

2019 წლის ნოემბერში საერთო კრებამ აირჩია საიას გამგეობის წევრად.

2018 წლის აგვისტოდან 2020 წლის მარტამდე იყო საიას წარმომადგენელი პარლამენტში და ანალიტიკოსი ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამაში.

2017 წლის მაისიდან 2018 წლის აგვისტომდე ის მუშაობდა საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში წამყვან სპეციალისტად.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img