25.11.2024

მედია-პლატფორმა “ვებგაზეთი” პრორუსული “ალტ ინფოს” აქტივობების გაშუქებაზე უარს ამბობს

მედია-პლატფორმა „ვებგაზეთი“, რომელიც ცალსახად მხარს უჭერს ქვეყნის პროდასავლურ კურსს და ებრძვის რუსულ პროპაგანდას, უარს აცხადებს პრორუსული და ძალადობრივი ჯგუფის –  “ალტ ინფოს”, რომელმაც დღეს უკვე პარტია შექმნა, ნებისმიერი აქტივობის გაშუქებაზე.

როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, მიგვაჩნია, რომ მედიის ვალდებულებაა ხელი არ შეუწყოს ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას. “ვებგაზეთი” გააგრძელებს სანდო, მიუკერძოებელი, საინტერესო და აქტუალური ინფორმაციების მიწოდებას საზოგადოებისთვის.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img