• უკვე ორი წელია ლიეტუველები საქართველოს „Gruzja”-სთან ერთად “Sakartwelo”-საც უწოდებენ.
  • 2021 წლიდან ლიეტუვის ოფიციალურ ლექსიკონში ჩვენი ქვეყნის სახელი მხოლოდ “Sakartwelo” იქნება.
  • რაც შე­ე­ხე­ბა ტერ­მინ «Gruzja»-ს, ლი­ე­ტუ­ვის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სივ­რცე­ში მისი გამოყენება სურვილისამებრ იქნება შესაძლებელი.

,,სა­ჭი­რო იყო გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, რათა დაგ­ვე­ნა­ხა, თუ რო­გორ მი­ი­ღებ­და ამ სა­ხელ­წო­დე­ბას ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ვფიქრობდით, რომ ამას 20 წელი მა­ინც და­ჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ სულ რა­ღაც 2 წე­ლი­წად­ში ლი­ე­ტუ­ველებმა სა­ხე­ლი “Sakartwelo” კარ­გად შე­ით­ვი­სეს. ეს ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. შე­სა­ბა­მი­სად, მი­ვი­ღეთ პროცესის დასრულების გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა – ამი­ე­რი­დან ლი­ე­ტუ­ვურ ენა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს ოფი­ცი­ა­ლურ სა­ხელ­წო­დე­ბას “Sakartwelo” წარ­მო­ად­გენს – ლიეტუვის სახელმწიფო ენის კომისიის თავმჯდომარე აუდრის ანტანაიტისი.

შეხსენებისთვის: ლიეტუვის გადაწყვეტილების საპასუხოდ, საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის რეკომენდაციით, 2018 წელს ქართულ ენაში ლიტვას მისი აუთენტური სახელი „ლიეტუვა“ ეწოდა.