21.11.2024

უნდობლობა სასამართლოს მიმართ, წლების განმავლობაში გაჭიანურებული ბიზნესს დავები – სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

ზოგადად, ბიზნეს და საინვესტიციო პირობები კარგია და საქართველო კარგად პოზიციონირებს რეგიონულ ქვეყნებს შორის, თუმცა, იზრდება ნდობის ნაკლებობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის საინვესტიციო კლიმატის შეფასებით ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, ზოგიერთი ბიზნეს დავა სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში ჭიანურდება.

„სხვა კომპანიები უჩივიან მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესებს, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებაში ხარვეზებს, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის არარსებობას.

არის ბრალდებები პოლიტიკური ჩარევის, კანონებისა და რეგულაციების შერჩევითი აღსრულების, მათ შორის კომერციული კანონების, ასევე არის ბრალდებები საკუთრების უფლებებზე დავების გადაჭრის სირთულეებთან დაკავშირებით.

საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას ამ საკითხების გადასაჭრელად და, მიუხედავად დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველოს მაღალი რეიტინგი აქვს რეგიონში, როგორც ბიზნესის კეთებისთვის კარგი ადგილი”, – ნათქვამია ანგარიშში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლა:ხელისუფლების ნაბიჯები და შედეგები

შესავალი საქართველო-გერმანიის სამხედრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედი. დასავლეთის მხარდაჭერა სამხედრო პროგრამებში და საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img