25.11.2024

სალომე ზურაბიშვილი – ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად და სხვა რიტორიკით – გვესმის უმრავლესობიდან ისეთი განცხადებები, რომლებიც ალბათ, დაუფიქრებელია თუ არასაჭირო

ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად, სხვა რიტორიკა შეიძლებოდა, – ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში“ კითხვას იმის შესახებ, თუ „სად და რა შეცდომები დავუშვით და სად, რა არ გავაკეთეთ უკეთ“.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კეთდება განცხადებები ევროპარლამენტარებზე და ზოგადად ევროპაზე, რომელიც გაუგებარია.

„ახლა, ჩვენ არ დავიწყებთ მთელი ამ ისტორიის გავლას, მაგრამ ყოველთვის შეიძლება უკეთ მომზადება, ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად, სხვა რიტორიკა შეიძლებოდა, ამაში ვარ დარწმუნებული და ეს გრძელდება ბოლო პერიოდში. გვესმის, სხვათაშორის უფრო პარტიის კუთხით, უმრავლესობიდან, ისეთი განცხადებები, რომლებიც ალბათ, არ ვიცი, დაუფიქრებელია თუ არასაჭირო იმ მომენტში, როცა ვიცით, რომ ველოდებით გადაწყვეტილებებს. თქვენ ახლა მეკითხებით, რა გავაკეთეთ თუ რა არ გავაკეთეთ და ამ დროს, როცა ეს კითხვა ყველაშია და ყველა იმას ელოდება, მომავალ კვირას რა იქნება პირველი შეფასება კომისიის და შემდეგ, ალბათ, ივნისის ბოლოს უკვე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ქვეყნების მეთაურების გადაწყვეტილებები, ამ დროს ჩვენ ვაკეთებთ ისეთ განცხადებებს ხან ევროპარლამენტარებზე, ხან ევროპაზე ზოგადად, რომელიც ცოტა გაუგებარია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, რომ ხელისუფლების წევრების მხრიდან ევროპარლამენტარებზე გაკეთდა შეფასებები: „სააკაშვილის და არა საქართველოს მეგობარი“, „კრიმინალების ხელშემწყობი“, „ანტიევროკავშირი“ რა ლოგიკაში ჯდება აღნიშნული განცხადებები პარტნიორების გადაწყვეტილების მოლოდინის ფონზე და უძებნის თუ არა მას ახსნას.

„თქვენ მეკითხებით, რა ლოგიკაში ჯდება და ამას მე არ უნდა მეკითხებოდეთ იმიტომ, რომ მე ამის ლოგიკას ვერ ვხედავ, უნდა ეკითხებოდეთ იმათ, ვინც ამ განცხადებებით გამოდიან, ამ დროს. აქ ორივე საკითხია: ჯერ ერთი, რაღაცები არ ითქმის, რადგან ზრდილობის საკითხია და მეორე, ამ პერიოდში, ამ ყველაფრის დროულობა. არ შეიძლება ამ დროს, როცა ვიცით, რომ სენსიტიური მომენტია, არ ვუფრთხილდებოდეთ იმ განცხადებას, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ითქვას რაღაც მომენტში, რეაქცია მოხდეს და ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ასეთი თანმიმდევრობით, მე მგონი, ცოტა გაუგებარია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

წყარო: interpressnews.ge

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img