27.11.2024

სალომე ზურაბიშვილი – ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია, არა და არასდროს

ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია – არა და არასდროს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, მიხეილ სააკაშილი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშუალობის მსხვერპლის არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს.

„ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია. არა და არასდროს. ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშუალობის მსხვერპლის არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ის არის ნებაყოფილობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლას მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას. ამის მიუხედავად, მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესისა. ის უნდა იყოს მიჩვენული განსაკუთრებულ პატიმრად, ეს მოთიხოვს პენიტენციური ადმინისტრაციისგან და ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღბას. ყველა ზომების მიღბას, რათა ჯანმრთლობის გაუარესება არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციის ან დესტაბილიზაციის მიზნით. ეს საჭიროებს მაქსიმალურ გამჭვირვალეობას და დროულ რეაგირებას ნებისმიერი დამძმების ნიშნებისთანავე. ამ საკითხს მე არ დავუბრუნდები”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img