საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართველებმა იციან, რას “წარმოადგენს ბუჩა – დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ”.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინა არ დამარცხდება, თუმცა ეს ყველაფერი დავიწყებული არ იქნება.
“ძნელია წარმოიდგინო სამყარო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს, მაგრამ აქ არის. ჩვენ მასში ვცხოვრობთ.
ქართული წარსული ნიშნავს, რომ ვიცით, რას წარმოადგენს ბუჩა – დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, ჭრილობა, რომლის მოშუშებასაც ძალიან დიდი დრო სჭირდება.
უკრაინის წინააღმდეგობა არ დამარცხდება, მაგრამ ეს არასოდეს იქნება დავიწყებული”, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ “ტვიტერზე”.