სალომე ზურაბიშვილი ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ საჯარო სკოლებში მეგრული და სვანური ენები არჩევით უნდა ისწავლებოდეს.
პრეზიდენტი ამბობს, რომ ქართულის ფუძე ენები, მეგრული და სვანური “იჩაგრება”, მათ კი, მისი თქმით, დაცვა და პოპულარიზაცია სჭირდება.
“ვჩაგრავთ ჩვენი ენის ფუძე ენებს – მეგრულსა და სვანურს. რატომღაც გვეშინია, ქართულის უმდიდრეს ლიტერატურულ ენად ჩამოყალიბებაში მათი როლის აღიარება.
მეგრულიც და სვანურიც ჩვენი საგანძურია, რომელსაც უნდა ვიცავდეთ და ვანიჭებდეთ სწორ ადგილს. ყველა მსურველს უნდა ჰქონდეს სკოლაში ამ ენების არჩევით შესწავლის საშუალება და არ უნდა ვემორჩილებოდეთ ცრუ შიშებს!”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.