24.11.2024

სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს საფრანგეთში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას და შეხვედრის ამსახველ ფოტოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, სადაც წერია, რომ მხარეებმა საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

“საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს, სადაც საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს”, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე “ქართულმა ოცნებამ” შარლ  მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. 

ამ დრომე კომენტარი არ გაუკეთებია ევროპული საბჭოს პრეზიდენტს. გუშინ, პრეზიდენტ შარლ მიშელის მრჩეველმა იურეკ კუჩკიევიჩმა Twitter-ზე დაწერა, რომ ამ ეტაპზე მხარეებთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img