საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა კოალიციამ გაიმარჯვა, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. მაკრონმა დაკარგა კონტროლი ნაციონალურ ასამბლეაზე, რაც მნიშვნელოვანი წარუმატებლობაა.
მაკრონის კოალიციამ „ერთად“ საფრანგეთის ეროვნული კრების ქვედა პალატის არჩევნები 245 ადგილის მოპოვება შეძლო, აბსოლუტური უმრავლესობისთვის კი მინიმუმ 289 ადგილი იყო საჭირო.
საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მაირმა შედეგს „დემოკრატიული შოკი“ უწოდა და დასძინა, რომ თუ სხვა კოალიციები არ ითანამშრომლებენ, „ეს დაბლოკავს ჩვენს შესაძლებლობებს რეფორმებისა გატარებისა და ფრანგების დაცვაში“.