საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნა. მეორე ტურში საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე კანდიდატი, მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 24 აპრილს გაიმართება.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების 96% დათვლილია, მაკრონმა ხმების 27,41% დააგროვა, ლე პენმა კი 24,03%.
„ჯერ არაფერი არაა გადაწყვეტილი და ბრძოლა, რომელიც მომდევნო 15 დღე გაგრძელდება, საფრანგეთისა და ევროპისთვის გადამწყვეტი იქნება“, – განუცხადა მაკრონმა მხარდამჭერებს.
Ifop-ის წინასწარი გამოკითხვების შედეგად, მეორე ტურში მაკრონი 51%-ს, ხოლო ლე პენი 49%-ს მიიღებს.