საპროტესტო აქციის მონაწილეები ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციიდან იუსტიციის სამინისტროსკენ მსვლელობით მიემართებიან.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრა და გასაუბრება სურთ. ისინი მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, დღეს საპროტესტო აქციები ქალაქის სხვადასხვა წერტილში გაიმართება. ერთ-ერთი ლოკაცია, სადაც აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან, იუსტიციის სამინისტროა.