25.11.2024

საქალაქო სასამართლოსთან, სააკაშვილის პროცესის პარალელურად, აქცია მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ნინო ელიეშვილი განიხილავს.

ექსპრეზიდენტს პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს. პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლო დარბაზში მის გადაყვანაზე უარი თქვა.

სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები “მიშა, მიშა”, “ივანიშვილის მონებო”- სკანდირებენ.

ისინი საყვირებით ყოფილი პრეზიდენტის მხარდაჭერას გამოხატავენ.

შეკრებილების მოთხოვნაა – “თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს”.

ადგილზე დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img