საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა უკრაინიდან დაბრუნდა. დელეგაციამ კიევში შეხვედრა გამართა რადას სპიკერ რუსლან სტეფანჩუკთან და დეპუტატებთან. გარდა ამისა, დელეგაციის წევრებმა უკრაინის ქალაქები – ბუჩა და ირპენი მოინახულეს.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში 16 აპრილს ჩავიდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციაში, ვიცე-სპიკერები არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო, ლევან იოსელიანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების დეპუტატები: ანა ნაცვლიშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი შედიოდნენ.