საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ხელი მოეწერა საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“.
შეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის მიერ იყო წარდგენილი. სააგენტო საქართველოს 67 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტს გამოუყოფს.
ცერემონია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა გახსნეს.
დოკუმენტს ხელი ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და USAID-ის მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა მოაწერეს.