ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 654 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 422 188-ს. ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 853 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.34 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.95 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.57 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 319 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 384 712-მდე.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 654 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 196 შემთხვევა, აჭარა – 443, იმერეთი – 322, ქვემო ქართლი – 111, შიდა ქართლი – 95, გურია – 70, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 163, კახეთი – 157, მცხეთა-მთიანეთი -51, სამცხე-ჯავახეთი – 34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.