Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 43 932 ტესტი, გამოჯანმრთელდა 1 895 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 %
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 428 670-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.41 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.08 %.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 910 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 2 297 შემთხვევა,
აჭარა – 634,
იმერეთი – 494,
ქვემო ქართლი – 253,
შიდა ქართლი – 262,
გურია – 100,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 224,
კახეთი – 323,
მცხეთა-მთიანეთი -156,
სამცხე-ჯავახეთი – 47,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 37.