ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 233 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გარდაიცვალა 38 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 948 პირი ემსხვერპლა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 432 903-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.36 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.65 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.35 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 934 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 390 827-მდე.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 233 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 924 შემთხვევა, აჭარა – 591, იმერეთი – 518, ქვემო ქართლი – 200, შიდა ქართლი – 185, გურია – 107, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 222, კახეთი – 270, მცხეთა-მთიანეთი -92, სამცხე-ჯავახეთი – 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27.