დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 697 ახალი შემთხვევა.
ყველაზე მეტი, 2 600 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა. დღე-ღამეში 44 536 ტესტი გაკეთდა.
NCDC-ის ცნობით, 24 საათში ჩატარდა 23 744 აცრა, 10 აგვისტოს მონაცემებით კი სრულად აცრილია 204 234 ადამიანი.