Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 394 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 104 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 290 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 617 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 400 698-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.03 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.55 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.15 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 869 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 371 434-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 665 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 617 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 485 შემთხვევა, აჭარა – 236, იმერეთი – 220, ქვემო ქართლი – 153, შიდა ქართლი – 123, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 111, კახეთი – 152, მცხეთა-მთიანეთი -45, სამცხე-ჯავახეთი – 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.