24.11.2024

საქართველოში „ფაიზერით“ სრულად ვაქცინირებულია 425 493 ადამიანი, „ასტრაზენეკათი“ – 58 591, „სინოფარმით“ – 253 253, ხოლო „სინოვაკით“ – 79 100

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, 1 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 1 802 566 დოზა აცრაა ჩატარებული, საიდანაც სრულად აცრილია 813 437 მოქალაქე, რაც მოზრდილი მოსახლეობის 28.7%-ს შეადგენს.

„ფაიზერით“ სრულად ვაქცინირებულია – 425 493 ადამიანი, „ასტრაზენეკით“ – 58 591 ადამიანი, „სინოფარმით“ – 253 253 ადამიანი, ხოლო „სინოვაკით“ – 79 100 ადამიანი.

მათივე ცნობით, დღეში დაახლოებით, ყოველ 100 000 მოსახლეზე 85 დოზა აცრა კეთდება.

ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სრული დოზით აცრების 52% თბილისში ჩატარდა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img