25.11.2024

საქართველოში სკოლის მიღმა 10 404 ბავშია დარჩენილი – მათ სკოლაში არასდროს უვლიათ

პირველად, საქართველოს განათლების სისტემაში შეიქმნა „სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების იდენტიფიცირების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“.

პროგრამის ფარგლებში კი, გამოვლინდა 6-დან 16 წლამდე 10 404 მოზარდი (შესაბამისი ასაკის მოსახლეობის 1,7%), რომლებსაც არ აქვთ საგანმანათლებლო ისტორია და არ არიან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაში. ანუ დადასტურდა, რომ საქართველოში სკოლის მიღმა 10 404 ბავშია დარჩენილი და მათ სკოლაში არასდროს უვლია.

„სამინისტრომ, UNICEF-ისა და ბულგარეთის მთავრობის მხარდაჭერით, შეიმუშავა სპეციალური შეკუმშული სასწავლო გეგმა, რომელიც განათლების მიღმა დარჩენილ მოსწავლეებს შესაბამის საგანმანათლებლო გარემოს შესთავაზებს. ამ ეტაპზე ახალი კურიკულუმის პილოტირების პროცესი მიმდინარეობს სპეციალურად შერჩეულ საჯარო სკოლებში.

გარდა ამისა, მოზარდებისათვის მზადდება სასწავლო რესურსები, ხოლო მასწავლებელთათვის – სატრენინგო მოდულები. შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია იდენტიფიცირებული მოზარდების მშობლებთან, მეურვეებთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და ინდივიდუალური შემთხვევების განხილვის შედეგად მოზარდების ჩართვა ფორმალურ განათლებაში ან მათთვის სპეციალური საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზება. ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკები, რომლებიც მოზარდებთან ინდივიდუალურად იმუშავებენ.“ – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძის განცხადებით კი, სკოლის მიღმა დარჩენილი არიან სოციალურად დაუცველი ბავშვები, ასევე ეკომიგრანტები და სხვა პირები. „ეს არიან ბავშვები ერთის მხრივ სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რამაც ძალიან გაგვაკვირვა – არის ძალიან ცოტა რაოდენობა შშმ მოზარდების, ასევე არიან ეკომიგრანტები, სხვათა შორის არიან ბავშვები, რომლებიც ბაღში არიან და როდესაც 6 წელი უსრულდებათ უნდა დატოვონ ბაღი და სკოლაში მოხდეს რეფერირება. ასევე არიან გარკვეული რაოდენობა ბავშვებისა, რომლებიც არიან საერთაშორისო სკოლებში (სკოლები, რომლებსაც არა აქვთ ქართული ავტორიზაცია)“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ. მისივე თქმით, შემდეგი ეტაპი იქნება მიზეზების კვლევა, თუ რატომ ვერ ახერხებენ ეს ბავშვები სკოლებში სიარულს და რატომ ვერ ხერხდება მათი კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღების უფლების განხორციელება. „სოციალური მუშაკი არის ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი შემდეგ ეტაპზე. დღეს გვაქვს სტატისტიკური მონაცემები, იდენტიფიცირებულები არიან ბავშვები. შემდეგი ეტაპი არის, რომ სოციალური მუშაკი ჩაერთოს კვლევაში. ასე ვთქვათ, კარზე მიუკაკუნოს თითოეულს. შემდეგი ეტაპი იქნება კვლევა, თუ რა არის მიზეზი, რომ ბავშვები არ დადიან სკოლაში. მიზეზი შეიძლება ძალიან ბევრი და მრავალფეროვანი იყოს. იმ შემთხვევაში, თუ კვლევით გამოვლინდება და ვერ მოახერხა განათლების სისტემაში არსებულმა სოციალურმა მუშაკმა დაიცვას ამ ბავშვის განათლების უფლება, ამ შემთხვევაში ხდება გადამისამართება ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ მუშაკთან. ეს არის მეურვეობის ორგანო, რომელმაც უკვე უნდა იკვლიოს ოჯახში არსებული პრობლემები და უკვე ორი უწყების მუშაობის საფუძველზე მოხდება, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროც ერთვება და მაქსიმალურდ იკვრება ის წრედი, რომელიც დაიცავს ბავშვის უფლებას“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

საქართველოში განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ სრული მონაცემები აქამდე არ არსებობდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მომზადებული „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 10 სექტემბერს დაამტკიცა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img