23.09.2024
- Advertisement -spot_img

საქსტატი – 2021 წელს, საქართველოში 45 946 ბავშვი დაიბადა, მათ შორის, 23 911 ბიჭი და 22 035 გოგოა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულ ბავშვთა რაოდენობამ 45 946 შეადგინა, მათ შორის, 23 911 ბიჭი და 22 035 გოგოა.

“საქსტატის” მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით 1.2%-ით არის შემცირებული.

მათივე ცნობით, 2021 წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა თბილისში (14 979 ბავშვი) დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (263 ბავშვი).

„ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი 38%-დან 37.4%-მდე შემცირდა, მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა და 35.6% შეადგინა, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 25.8%-დან 26.4%-მდე გაიზარდა.

2021 წელს, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 28.4%-დან 27.2%-მდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 67.2%-დან 69.2%-მდე გაიზარდა. კლება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში შეინიშნება. მათი წილი 4.4%-დან 3.6%-მდე შემცირდა.

2021 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26.2 წლით განისაზღვრა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“საქსტატის” მონაცემებითვე, 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18.5%-ით გაიზარდა და 59 906 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში (17 922 კაცი) დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (874 კაცი).

„2021 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 9.0 პრომილე შეადგინა.

2021 წელს, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 10.0 პრომილე შეადგინა.

2021 წელს, საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) დაფიქსირდა და -13 960 ერთეულით განისაზღვრა.

ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება ყველა რეგიონში დაფიქსირდა, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა“, – აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 2021 წელს, რეგისტრირებულია 23 155 ქორწინება, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 41.5%-ით მეტია.

პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 29 წელს შეადგენს, ხოლო მამაკაცებისთვის 31.5 წელს.

2021 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 10 654 ერთეული შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 39.4%-ით მეტია.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

დღეს რომ სკოლას ამთავრებდე, რომელი პროფესია უნდა აირჩიო? მომავლის პროფესიების გზამკვლევი

განვითარებადი ტექნოლოგიები, ციფრული ტრანსფორმაცია და სწრაფად ცვალებადი ბაზარი  ასევე მუდმივად ცვლის დასაქმების გარემოს. ახალგაზრდებისთვის, რომლებიც  სკოლას ამთავრებენ და კარიერის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img