25.11.2024

სემეკი – ვინც 2 ქვითარი მიიღო, გადაუხდელობის შემთხვევაში ქსელიდან არ გაითიშება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, მომხმარებლები ვინც ახალ წლამდე და ახალი წლის შემდეგ წყლისა და დენის ორი ქვითარი მიიღო, იმ შემთხვევაში თუ გადასახადს ვერ გადაიხდიან ქსელიდან არ გაითიშებიან. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ამბობს, რომ მათ ეს გადაწყვეტილება თელმიკოსთან და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან ერთად მიიღეს.

სემეკის მტკიცებით, წყლისა და დენის გადასახადი არ გაზრდილა, არამედ გადასახადი გაიყო ორად.

ელექტროენერგიის და სასმელი წყლის გადასახადი საქართველოში არ გაზრდილაიგივე ტარიფები მოქმედებსყველაფერი იგივეაერთადერთი შეიცვალა აღრიცხვიანობის სისტემაეს ახალი სისტემა რომ შესულიყო ძალაში ზოგიერთმა ჩვენმა მოქალაქემ მიიღო ორი ქვითარითუმცა არ შეცვლილა არც იქ გადასახადის ოდენობაჩათვალეთ ერთ ქვითარში რაც უნდა ყოფილიყოის გაიყო ორად.

დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანია თელმიკოსა და gpwსთან ერთადრომ ეს მომხმარებლები, ვინც მიიღო ორი ქვითარი წლის ბოლოს და წლის დასაწყისშითუ ვერ გადაიხდიან ან არ გადაიხდიან შესაბამის საფასურს არ გაითიშებიან ქსელიდან.” – ამბობს სემეკის წარმომადგენელი გიორგი ფანგანი

გარდა ამისა სემეკში ამბობენ, რომ ახალი სისტემით, კომპანია თელმიკო დენის გადასახადის აღწერას დაიწყებს ყოველი თვის ბოლო ოთხ დღეში და მოსახლეობა ქვითრებს მიიღებს მომდევნო თვის პირველ რიცხვებში.

იმ ადამიანებს, ვისაც ორი ან სამი ქვითარი მიუვიდათ და ქვითრებში ასახული თანხა მათი თქმით, ჯამურ რაოდენობას სამჯერ და ოთხჯერ აჭარბებს, სემეკი მოუწოდებს თელმიკოს და მარეგულირებელ კომისიას საჩივრებით მიმართონ და თუ გადაცდომებს სისტემური ხასიათი ექნება კომპანია თელმიკოს დაეკისრება ჯარიმა. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img