რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ აშშ-ის მიერ წარდგენილ წერილობით პასუხში მთავარ საკითხზე – ნატო-ს აღმოსავლეთით შემდგომი გაფართოების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, პოზიტიური რეაქცია არ არის.
„რაც შეეხება დოკუმენტის შინაარსს, არის რეაქცია, რომელიც მნიშვნელოვანი საუბრის დაწყების იმედს იძლევა, მაგრამ მეორეხარისხოვან საკითხებზე“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისი განმარტებით, მოსკოვისთვის მთავარი საკითხია პოზიცია, რომ დაუშვებელია აღმოსავლეთის მიმართულებით ნატოს შემდგომი გაფართოება და ისეთი დამრტყმელი შეიარაღების განთავსება, რომელიც შესაძლოა რუსეთის ტერიტორიას ემუქრებოდეს.
წყარო: interpressnews.ge