25.11.2024

სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ბირთვული ომის საფრთხე რეალურია

ბირთვული ომის რისკები ახლა ძალიან მნიშვნელოვანია – ბევრია, ვინც მზად არის ხელოვნურად გაზარდოს ეს საფრთხე. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის პირველ არხზე განაცხადა, რომელსაც რუსული პროპაგანდისუტილი მედია “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

მან გაიხსენა, რომ იანვარში „ბირთვული ხუთეულის“ ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თეზისი ამ იარაღის გამოყენების დაუშვებლობის შესახებ.

„ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია. ჩვენ აქედან გამოვდივართ.

რისკები მართლაც ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. რისკები ხელოვნურადაა გაბერილი და ძალიან ბევრია ამის მსურველი, საშიშროება სერიოზულია, რეალურია, არ შეიძლება სათანადოდ არ შეფასდეს“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img