რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს მიაჩნია, რომ უკრაინის საკითხი დიდ ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის მთელი პრობლემის ამ საკითხამდე დაყვანა არ უნდა მოხდეს.
„დიახ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ უკრაინის საკითხი დიდ ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ არა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის მთელი პრობლემის ამ საკითხზე დაყვანას. უკრაინასთან დაკავშირებით, ბლინკენმა დაადასტურა ის, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა მათი მზადყოფნის შესახებ, ხელი შეუწყონ ხელშეკრულების განხორციელებას,“- აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ენტონი ბლინკენს სთხოვა, უკრაინის ხელისუფლებაზე გავლენა მოახდინოს და აიძულოს ის, მინსკის შეთანხმებები შეასრულოს.
”მე მას კიდევ ერთხელ მოვუწოდე, თავისი გადამწყვეტი გავლენა გამოიყენოს კიევის რეჟიმზე, რათა აიძულოს ის, გონს მოეგოს და შეწყვიტოს ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის საბოტაჟი”, – აღნიშნა ლავროვმა.