22.11.2024

სერგეი ლავროვი – მოლაპარაკებებზე სერიოზულად განიხილება უკრაინის ნეიტრალური სტატუსი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებზე ახლა სერიოზულად განიხილება უკრაინის ნეიტრალური სტატუსი.

“ნეიტრალური სტატუსი ახლა სერიოზულად განიხილება, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად. არის კონკრეტული ფორმულირებები, რომლებიც, ჩემი აზრით, ახლოსაა შეთანხმებასთან.

ვიმედოვნებ, იმძლავრებს საქმიანი განწყობა, რომელიც არა დაუყოვნებლივ და მარტივად, მაგრამ მაინც თავს იჩენს. ის იმედს გვაძლევს, რომ შევძლებთ ამ თემაზე მოლაპარაკებას. თუმცა ცხადია, რომ იზოლირებულად ნეიტრალიტეტის და გარანტიების გამოცხადება – ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, მაგრამ პრობლემა გაცილებით ფართოა, მათ შორის, ფასეულობების კუთხით”, – განაცხადა ლავროვმა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img