21.11.2024

სერგეი შამბა – ან უნდა ისაუბრო ან იომო. ახლა ომი არავის სურს, რჩება მხოლოდ დიალოგის შესაძლებლობა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა საქართველოს ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ომიდან უკვე 30 წელი გავიდა და საჭიროა საუბრის დაწყება.

შამბას განცხადებით, დიალოგი ორმხრივი პროცესია, რისი სურვილიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ გამოთქმულა, „თუმცა არსებობს სხვადასხვა ფორმატი, ისეთი როგორიცაა მაგალითად, ჟენევის ფორმატი და გალში ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებით დიალოგი“.

შამბას თქმით, არსებობს ასევე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა კომუნიკაცია.

„მაგალითად, ვიდრე ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, რკინიგზის საკითხი უკვე გადაწყვიტა რუსეთმა. რკინიგზა რუსეთიდან გადის აზერბაიჯანის გავლით სომხეთში და შემდეგ თურქეთში, როცა შეიძლებოდა, ამ გზას აფხაზეთით გაევლო“, – განაცხადა შამბამ. მისი თქმით, შედეგად მილიონობით დოლარის შემოსავალი ექნებოდა ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტს და მომგებიანი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებისთვისაც.

სერგი შამბამ ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, ორი გზა არსებობს – ან უნდა ისაუბრო ან იომო. შამბას განცხადებით, იმის გამო, რომ ახლა ომი არავის სურს, რჩება მხოლოდ დიალოგის შესაძლებლობა.

წყარო – აქცენტნიუსი

https://accentnews.ge/ka/article/31642-sergei-shamba-sakartvelos-xelisuplebas-dialogisken

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლა:ხელისუფლების ნაბიჯები და შედეგები

შესავალი საქართველო-გერმანიის სამხედრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედი. დასავლეთის მხარდაჭერა სამხედრო პროგრამებში და საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img