“სტრატეგია აღმაშენებელის” წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, საქართველოში თვის ბოლოს ასობით ათასი ვაქცინა გადაიყრება.
როგორც ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვაქცინაციის მაჩვენებელი არ იზრდება და ხელისუფლება პროცესის გასაძლიერებლად არაფერს აკეთებს.
“ასობით ათასი ვაქცინა გადაიყრება თვის ბოლოს. ამავე დროს, ვხედავ, რომ ყოველდღიურად იმდენად ცოტა ადამიანი იცრება, რომ აცრის მაჩვენებლის პროცენტს რაოდენობა აღარ ემატება. მოსახლეობის 31%-ს ვერ ავცდით, მაშინ როდესაც ევროპის ქვეყნებში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 70%. სახელმწიფო არაფერს აკეთებს ვაქცინაციის პროცესის გასაძლიერებლად. ფინანსურადაც და მნიშვნელობითაც ღირებული ვაქცინები გადაიყრება თვის ბოლოს”,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.