მადრიდის “რეალის” კაპიტანი, სერხიო რამოსი გუნდიდან მიდის. ინფორმაციას “სამეფო კლუბის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს. განცხადების მიხედვით, დღეს, 17 ივნისს, გუნდი ესპანელ ფეხბურთელს დაემშვიდობება, გაიმართება ცერემონია, რომელიც კლუბიდან სერხიო რამოსის წასვლას მიეძღვნება. თავადა ფეხბურთელმა კი, სოციალურ ქსელ FACEBOOK-ზე ფოტო გამოაქვენა, სადაც მადლობას იხდის.
რამოსს “რეალთან” კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. მხარეებმა ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. კლუბი გუნდის კაპიტანსა და ლიდერს ერთწლიან კონტრაქტსა და 10 პროცენტით შემცირებულ ხელფასს სთავაზობდა, თავად კაპიტანს კი, მინიმუმ ორწლიანი ხელშეკრულების გაფორმება სურდა. ჯერეჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს რამოსი საფეხბურთო კარიერას.
სერხიო რამოსი რეალში 2005 წლიდან თამაშობს. 16-წლიან კარიერას “რეალში” დღეს ასრულებს.
ესპანელმა ფეხბურთელმა რეალის შემადგნელობაში 671 შეხვედრა ჩაატარა. გაიტანა 101 გოლი და 40 საგოლე პასი გააკეთა. კლუბთან ერთად მან ხუთჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 3 უეფას სუპერთასი, 4-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.