24.11.2024

სეზონურ გრიპი, რომელიც განსაკუთრებით ბავშვებში ვრცელდება – საქართველოში კიდევ ერთმა ვირუსმა დაიწყო გავრცელება

კორონავირუსის შემდეგ საქართველოში კიდევ ერთმა ვირუსმა დაიწყო გავრცელება – საუბარია რესპირატორულ სეზონურ გრიპზე, რომელიც განსაკუთრებით 2 წლამდე ბავშვებში ვრცელდება. სპეციალისტები ჯერჯერობით განგაშის საფუძველს ვერ ხედავენ, თუმცა მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

პედიატრები საუბრობენ იმაზე, რომ არასრულწლოვნებში გავრცელებული სეზონური გრიპი განსაკუთრებით ბრონქებს აზიანებს. რესპირატორული დაავადების გამო კლინიკებზე დატვირთვა გაიზარდა, სპეციალისტები მოქალაქეებს დაავადებისგან თავის დასაცავად ხელის ხშირ დაბანას და ექიმთან დროულ კონსულტაციას ურჩევენ. სეზონური გრიპის ეს გამოვლინება განსაკუთრებით აქტიური ბოლო ორი წლის განმავლობაში გახდა და ხშირად უმეორდებათ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს.

სიმპტომები, რომელზეც მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები საუბრობენ, სეზონური ვირუსისთვისაა დამახასიათებელი და ერთი თვის განმავლობაში რამდენჯერმე მეორდება. მათი განმარტებით, ინფექციის გავრცელების სავარაუდო წერტილები ხალხმრავალი სივრცეები და საბავშვო ბაღებია.

პედიატრები ვირუსის გააქტიურების ერთ-ერთ მიზეზად პანდემიის შემდგომ რესოციალიზაციას ასახელებენ. სპეციალისტები თვლიან, რომ საქართველოში აპრილში გრიპი აქტიურად არ ფიქსირდება, თუმცა ამჯერად ვირუსი მაინც გავრცელდა. ბოჭორიშვილის კლინიკაში 40 საწოლიდან ნახევარზე მეტი უკვე დაკავებულია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img