ამერიკელი სენატორების, ჯინ შაჰინისა და რონ ჯონსონის განცხადებით, აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მოლაპარაკებები კეთილსინდისიერად აწარმოონ. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატმა თავმჯდომარემ და რესპუბლიკელმა უფროსმა წევრმა ამის შესახებ ამერიკის ხმას წერილობითი კომენტარი მას შემდეგ მისცეს, რაც აშშ-ში ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი დასრულდა.
“სენატორები იმედს იტოვებენ, რომ მიმდინარე ჩიხური პოლიტიკური სიტუაციის სწრაფად გადაჭრას იხილავენ იმისთვის, რომ საქართველოს კანონმდებლებმა შეძლონ საკუთარი ყურადღების ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილება. აუცილებელია ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად და ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით აწარმოოს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული დემოკრატიის შესაქმნელად”, — აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისათვის, დღეს, ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება და პარტიები ერთმანეთს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვდებიან.