პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი იმსჯელებს პარტია “ლელოს” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხზე, რადგან “განაჩენი მძიმეა”.
“განაჩენი, რაც ჩვენ მოვისმინეთ მძიმეა, ამით დადასტურდა დანაშაულის არსებობა. ეს არის მძიმე და ამაზე საჭიროა პასუხის გაცემა. რაც შეეხება პროცედურებს პარლამენტში, კანონმდებლობის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პარლამენტმა უნდა იმსჯელოს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე.
საპროცედურო კომიტეტი ამ საკითხს განიხილავს და მისი დასკვნიდან გამომდინარე პარლამენტი იმსჯელებს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.