22.11.2024

შალვა პაპუაშვილი – ჩანს, რომ არის პოლარიზაციის გაღრმავება, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს ქართულ პოლიტიკას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არეულობა, საბოლოო ჯამში, აწყობს რუსეთს და არ აწყობს ევროპას.

„გვესმის, თითქოს ეს არის იძულება თანხმობის მთავრობისკენ. ტერმინიც შეცვალეს, რათა გარკვეულწილად შეცდომაში შეეყვანათ საზოგადოება. ტექნიკური მთავრობის ნაცვლად, ახლა საუბრობენ თანხმობის მთავრობაზე. რა თანხმობაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც საუბარია იძულებაზე, რომელიც აიძულებს ერთი მხარე მეორე მხარეს რაღაცის გაკეთებას იქ, სადაც არის იძულება. იქ უკვე დეფინიციის მიხედვით ვერ იქნება თანხმობა. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ცნობილია, ვინც არიან ამ აქციის ორგანიზატორები. გუშინ ვნახეთ ჩვენ გამოხმაურებები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მოწოდებებიც. გასაგებია, რაც მათ აქვთ, ეს არის დესტრუქცია. ჩვენ ვთავაზობთ ევროპულ გზას, ისინი გვთავაზობენ ქვეყნის უკან დახევას, ქვეყანაში იყოს არეულობა და ეს არეულობა, საბოლოო ჯამში, აწყობს რუსეთს და არ აწყობს ევროპას”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, პოლარიზაციის შედეგი არის აგრესია, მათ შორის აგრესია პოლიტიკურ ელიტაში, რაც საბოლოო ჯამში, სხვადასხვა სახით შეიძლება, გამოვლინდეს.

„თავისთავად, სადაც არის კანონის დარღვევა და ძალადობა, იქ შესაბამისი რეაგირებაც იყო პოლიციის მხრიდან, მაგრამ სწორედ ამაზე ვსაუბრობ და ამიტომაც არის პირველ პუნქტად მონიშნული დეპოლარიზაცია. პოლარიზაციის შედეგი არის აგრესია, მათ შორის პოლიტიკურ ელიტაში აგრესია, რაც საბოლოო ჯამში სხვადასხვა სახით შეიძლება, გამოვლინდეს. აქედან გამომდინარე არის სწორედ ჩვენი მოწოდებაც სიმშვიდისკენ, დეპოლარიზაციისკენ და კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ”, – აღნიშნა პაპუაშვილმა

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img