22.11.2024

შალვა პაპუაშვილი – ის რაც ვნახეთ ირპენსა და ბუჩაში არის არაადამიანური აგრესია, რომელსაც საზღვრები არ აქვს

ქართველები ის ხალხია, ვისაც ყველაზე უკეთ ესმის, რას გრძნობენ უკრაინელები, უკრაინის მთავრობა და რა მამაცია უკრაინელი ხალხი, მთავრობა, რომელიც ასეთ აგრესიას წინ აღუდგა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინის ქალაქ ბუჩაში განაცხადა, სადაც უკრაინელ კოლეგასთან, რუსლან სტეფანჩუკთან და საპარლამენტო დელეგაციასთან იმყოფებოდა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ის, რაც დელეგაციამ ირპენსა და ბუჩაში ნახა, არის არაადამიანური აგრესია, რომელსაც საზღვრები არ აქვს.

„მე აქ ვარ, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატო ქართველი ხალხის სოლიდარობა უკრაინის მიმართ, მამაცი უკრაინელი ჯარისკაცებისა და ხალხის მიმართ. რასაც ვხედავთ ირპენში და რაც ვნახეთ ბუჩაში, გვაჩვენებს აგრესიას, რომელსაც არ აქვს საზღვრები, ეს ხდება 21-ე საუკუნეში და ეს აგრესია არის არაადამიანური, ეს რა თქმა უნდა, გვახსენებს იმ კადრებსა და იმ შეგრძნებებს, რომელიც 2008 წელს საქართველოში კერძოდ, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ხდებოდა. რა თქმა უნდა, ქართველები ის ხალხია, ვისაც ყველაზე უკეთ ესმის, რას გრძნობენ უკრაინელები, უკრაინის მთავრობა და რა მამაცია უკრაინელი ხალხი, მთავრობა, რომელიც ასეთ აგრესიას წინ აღუდგა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, პასუხი ამ აგრესიასა და სისასტიკეზე უნდა იყოს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ კანონისმიერი.

„შესაბამისად, საქართველომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში მხარი დაუჭირა აპლიკაციას. ჩვენც თვალს ვადევნებთ და ვაკვირდებით, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში სწრაფად მიიწევს წინ ომის დანაშაულის გამოძიებაში, რომელიც აქ არის ჩადენილი. ასევე ეს არის ჩვენი სამწუხარო გამოცდილება და მინდა, გაგიზიაროთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ დანაშაულების დოკუმენტირება. ჩვენ ვხედავთ ირპენშიც და ბუჩაშიც, რომ საერთაშორისო ექსპერტები საფრანგეთიდან მუშაობენ, რათა ყველა ფაქტი კარგად იყოს დოკუმენტირებული ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლოსთვის, მათ ჰქონდეთ ყველა საჭირო დოკუმენტი კანონით შესაბამისი პროცედურებისთვის. მე აქ ვარ საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებთან ერთად და მთელი დელეგაციის სახელით, მინდა, გამოვხატო სოლიდარობა მამაცი უკრაინელი ხალხის, ჯარისკაცების, ხელისუფლების და პირადად ჩემი კოლეგის მიმართ“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img