22.11.2024

შალვა პაპუაშვილი NDI-ის კვლევაზე – ჩვენთვის მთავარი კვლევა არჩევნებია, რომელიც ორიოდე თვის წინ ჩატარდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)- ის კვლევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “ქართულ ოცნებას” ყველაზე რელევანტური და ლეგიტიმური კვლევა სულ რაღაც 2 თვის წინ ჰქონდა, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა,.

პაპუაშვილის თქმით, ბოლო ორმა არჩევნებმა დაადასტურა, რომ “ქართულ ოცნებას” სხვა პარტიებთან შედარებით ყველაზე მაღალი ნდობა აქვს მოსახლეობაში.

“ვნახეთ, რომ ამ არჩევნებზე ხალხის ნების გამოხატვა მოხდა და დაფიქსირდა ის პოლიტიკური წონა, რომელიც ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას გააჩნია. ასევე არჩევნებზე წარდგენილი იყო პროგრამები, სადაც იყო საუბარი სხვდასხვა მიმართულებებზე და ხალხმა არჩევანი გააკეთა ამა თუ იმ მიმართულებასთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენთვის მთავარი კვლევა არის არჩევნები, რომელიც სულ რაღაც ორიოდე თვის წინ იყო ჩატარებული. ჩვენ გვესმის მოსახლეობის წუხილები და ის გამოწვევები, რაც ჩვენს სახელმწიფოს აქვს. ასევე ვაცნობიერებთ იმ ლეგიტიმაციას რაც გააჩნია “ქართული ოცნების” ხელისუფლებას და რაც დადასტურდა ერთი წლის განმავლობაში ორი არჩევნებით, რომ “ქართულ ოცნებას” მოსახლეობაში სხვა პარტიებთან შედარებით გააჩნია ყველაზე მაღალი ნდობა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img