23.11.2024

შალვა პაპუაშვილი – სასამართლოსთვის მიმართვა არის სწორედ ევროპული გზა, საკვირველია, როცა ასეთ შეფასებებს ვისმენთ – თითქოს ეს არის ვინმეს მიმართ ანგარიშსწორება

როგორ შეიძლება სასამართლოსადმი მიმართვა განვიხილოთ, როგორც სადამსჯელო ღონისძიება – ეს საერთოდ წარმოუდგენელი არის, მათ შორის, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები იყენებენ ამ ტერმინს სასამართლო ინსტრუმენტის გამოყენებასთან დაკავშირებით – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მთავრობას და პრეზიდენტს შორის ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით შეუთანხმებლობა გარკვეული პერიოდია გრძელდება და ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლო არის ევროპული გზა იმისათვის, რომ გაირკვეს, ვის კომპეტენციაში შედის ელჩების დანიშვნა.

„რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს და ამ ტერმინოლოგიის დამკვიდრებას, თითქოს ეს არის სადამსჯელო ღონისძიება – ეს საერთოდ წარმოუდგენელი არის, მათ შორის, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები იყენებენ ამ ტერმინს სასამართლო ინსტრუმენტის გამოყენებასთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება სასამართლოსადმი მიმართვა განვიხილოთ, როგორც სადამსჯელო ღონისძიება. თან ის არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ ამაზე, ვინც თავად არაერთხელ მიმართავს ხოლმე საკონსტიტუციო სასამართლოს. საკონსტიტუციო სასამართლო ეს არის ყველაზე სამართლებრივი ცივილიზებული და დემოკრატიული მეთოდი იმისთვის, რომ გაირკვეს საკითხები და ამ შემთხვევაში საკითხი ეხება იმას, ვის კომპეტენციაში არის ელჩების დანიშვნის შინაარსობრივი გადაწყვეტა, ანუ ამ საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტა. ჩვენ ვნახეთ, მთავრობამ განაცხადა, რომ მთავრობას და პრეზიდენტს შორის ამასთან დაკავშირებით იყო შეუთანხმებლობა. ეს შეუთანხმებლობა გარკვეული პერიოდია გრძელდება და ვერ მოხდა შეთანხმება კომპეტენციასთან დაკავშირებით, თუ ვის რა უფლებამოსილება აქვს. ამიტომ ყველაზე ცივილიზებული, სწორი, ევროპული გაზა, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც ეს უნდა გადაწყვიტოს.

ამიტომ ამ ნაბიჯის შეფუთვა, თითქოს ეს არის სადამსჯელო ღონისძიება, თან იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც თავად იყენებენ საკონსტიტუციო სასამართლოს იმისთვის, რომ სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით, ესა თუ ის ნორმა გაასაჩივრონ და საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიცია მოისმინონ, მათი მხრიდან ასეთი პოლიტიკური განცხადებები, რა თქმა უნდა, არის ძალიან საკვირველი.

ეს არის არადემოკრატიულობა და არაევროპულობა, რომ სასამართლოსთვის მიმართვის „კლიშირება“ მოხდეს ისე, თითქოს ეს არის ვინმეს მიმართ ანგარიშსწორება. სასამართლოსთვის მიმართვა არის სწორედ ევროპული გზა. ასე რომ, საკვირველია, როცა ასეთ შეფასებებს ვისმენთ,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img