საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველომ 88.1 ათას ტონა შაქარი შეიძინა. შაქრის იმპორტზე ჯამში 43.1 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა.
ერთი ტონა შაქრის იმპორტის ღირებულება საქართველოსთვის 39%-ით არის მომატებული. გასული წლის საანგარიშო პერიოდში ქვეყანას 105.1 ათასი ტონა შაქრის იმპორტი $37.1 მილიონი დაუჯდა.
საქართველოში შაქრის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნებია ბრაზილია, თურქეთი და პოლონეთი.