25.11.2024

შარლ მიშელი – 19 აპრილის შეთანხმების შესრულება არის მთავარი გარანტია, რომ საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს

ჩემი მთავარი გზავნილი ყველა პოლიტიკური პარტიისადმი საქართველოში არის ის, რომ 19 აპრილის შეთანხმების შესრულება არის მთავარი გარანტია იმისთვის, რომ საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციასთან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა.

„დღეს ვეწვიე საქართველოს იმისთვის, რომ დავსწრებოდი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას და ასევე შეხვედრას ევროკავშირთა ასოცირებული პარტნიორი სახელმწიფოების – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ლიდერებთან. მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილსა და საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს, იმისთვის, რომ მათთან ერთად განმეხილა საქართველოში მიმდინარე მოვლენები და 19 აპრილის შეთანხმების შესრულება“, – განაცხადა მიშელმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img